თვითმხილველი - მეტროში საშინელი მტვერი იყო, ვერაფერს ვხედავდით
თვითმხილველი - მეტროში საშინელი მტვერი იყო, ვერაფერს ვხედავდით

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის თვითმხილველთა განცხადებით, მეტროში ჭერი დაახლოებით 10:00 საათისთვის ჩამოინგრა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, ჩამონგრევის შედეგად მეტროში მტვერი იყო და ხალხი ვერაფერს ხედავდა.

„მეტროში ელექტროენერგია გაითიშა, საშინელი მტვერი იყო, ვერაფერს ვხედავდით. სავარაუდოდ, ვაგონის ზემოთ ჩამოინგრა ჭერი. მაშველები მოვიდნენ და ხალხის გაყვანასა და დახმარებას ცდილობდნენ“, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.