კახა კალაძე - კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება
კახა კალაძე - კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები მეტრო “ვარკეთილში” აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული.

“სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოყვება მკაცრი რეაგირება. სამუშაოები ამ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო „ახმეტელზე“ და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის იქ ჩატარებული სამუშაოები. ამ კონკრეტულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბევრი მაგალითია, როდესაც ახალი გარემოტებული შენობები მძიმე მდგომარეობაშია.

“ჩვენ გვაქვს მაგალითები, მუხიანში ჩემთან ერთად იყავით და ნახეთ სპორტული კომპლექსი, რა მდგომარეობაში იყო. არის კონკრეტული ბაგა-ბაღი, რომელიც არის ახალი დამთვრებული თავიდან არის გასაკეთებელი. ძალიანა მკაცრები ვიქნებით და თავს არ დავუხრით არავის”, – განაცხადა კახა კალაძემ.