ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ ორ პირს ჩაუტარდა

00:43, 31.01.2018

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთაგან ოპერაცია ორ პაციენტს დასჭირდა. ექიმი ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს, თუ როდის გაეწერებიან პაციენტები კლინიკიდან.

​პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ორ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ერთ შემთხვევაში ჩატარდა სახსრის ოსტეოსინთეზი, მეორე პაციენტთან – წვივის ძვლის ოსტეოსინთეზი.

ჯერჯერობით პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას სტაციონარში და ზუსტ დროს ვერ დავასახელებ, როდის დატოვებენ ისინი კლინიკას. მთავარია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.

მსგავსი