დავით სერგეენკო - "ვარკეთილის" მეტროში დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკული არ არის
დავით სერგეენკო - "ვარკეთილის" მეტროში დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკული არ არის

“ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც ოთხი დაშავებული მოინახულა.

მისივე თქმით, ერთი პაციენტი შეიძლება დღესვე გაეწეროს.

“ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 13-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინგოროყვაში მოვინახულე ოთხი პაციენტი. ოთხივე კონტაქტურია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საფრთხე არ ემუქრებათ. არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, ერთი პაციენტი შეიძლება დღეს გაეწეროს”, – განმარტა მინისტრმა.

კიდევ რამდენიმე დაშავებული “შავი ზღვის კლინიკაში” იმყოფება.

„ვარკეთილის“ მეტროში ჭერი ჩამოინგრა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი.