ხანძარი ბათუმში
00:57, 25.11.2017
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.




![ყვავილები და სანთლები სასტუმრო „ლეოგრანდთან“ [ფოტო/ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/24068065_10203932097298652_3700517711490887175_n-1511770413.jpg)






![ბათუმში, გმირთა სკვერში სახელმწიფო დროშები დაუშვეს [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/720p.Still005-1511730609.jpg)























































![ხანძრის გამო, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ ევაკუაცია მიმდინარეობს [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/720p.Still011-1511544801.jpg)