ბათუმში, ხანძრის გამო, მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925 
ბათუმში, ხანძრის გამო, მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925 

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამო, მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925 – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.