ხანძრის საქმის გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას აჭარის პროკურატურა ახორციელებს
ხანძრის საქმის გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას აჭარის პროკურატურა ახორციელებს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის საქმის გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“, – განუცხადეს პირველ არხს პროკურატურაში.