ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

20:18, 25.11.2017

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს ქალაქ ბათუმში მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს”,- ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გაავრცელა.

https://twitter.com/Latvian_MFA/status/934450212977938433

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

მსგავსი