27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ ცხადდება
27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.

„საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.

გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.