აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებული ბოლო პაციენტი, ისრაელის მოქალაქე საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახებს 10 000-10 000 ლარით დაეხმარებიან.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

ავტორი: იმედა დარსალია