დრონით გადაღებული კადრები - სასტუმრო „ლეოგრანდი“ ტრაგედიის შემდეგ

პირველმა არხმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ არსებული სიტუაცია დრონით დააფიქსირა. სასტუმრო ტრაგედიის შემდეგ ცარიელია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

დატოვე კომენტარი