თურქეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
თურქეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, ბათუმის ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ საღამოს საათებში, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო, დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და არიან დაშავებულებიც. პირადად მე და თურქეთის მთავრობა ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მწუხარებას, მომხდარი ფაქტის გამო, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ და ქართველ ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“- ნათქვამია თურქეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.