კახა კალაძე - ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს
კახა კალაძე - ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქში“.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.