ბათუმში ხანძრისას დაშავებულთა შორის ერთი ისრაელის, ხუთი კი, თურქეთის მოქალაქეა
ბათუმში ხანძრისას დაშავებულთა შორის ერთი ისრაელის, ხუთი კი, თურქეთის მოქალაქეა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას 21 მოქალაქე დაშავდა, მათგან სამი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან. ამის შესახებ ზაალ მიქელაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დაშავებულებს შორის ერთი ისრაელის, ხუთი კი, თურქეთის მოქალაქეა. მათ ინტოქსიკაცია აღენიშნებათ და დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ამ დროისთვის ექსპერტიზა და ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.