პატრიარქის მოსაყდრე - სასულიერო პირები ლოცულობენ ბათუმში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად
პატრიარქის მოსაყდრე - სასულიერო პირები ლოცულობენ ბათუმში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად

პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.

მეუფის თქმით, სასულიერო პირები ლოცულობენ დაღუპულთა სულების მოსახსენებლად.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წირვა პირველად ჩაატარა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, –აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი ბათუმში იმყოფება, სადაც სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.