ბათუმში, ცეცხლმოდებულ სასტუმროში სამ პირთან კავშირი ვერ მყარდება
ბათუმში, ცეცხლმოდებულ სასტუმროში სამ პირთან კავშირი ვერ მყარდება

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.

სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, „მის საქართველოს“ კონკურსანტები იმყოფებოდნენ. ისინი შენობიდან ამწეთი ჩამოიყვანეს.

სასტუმროდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებულიც გაიყვანეს.

სასტუმროში სავარაუდოდ, სამ ადამიანთან კავშირი ვერ მყარდება.

ბათუმელი ნოდარ კახიძე პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ სპაცენტრში 50 ადამიანი იმყოფებოდა, სამმა მათგანმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა.

ხანძრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.