გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან ბათუმში ჩაფრინდა
გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან ბათუმში ჩაფრინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ორდღინი ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. სწორედ ვიზიტიდან დაბრუნების დროს შეიტყო პრემიერმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარის შესახებ, რის შემდეგაც, დაუყონებლივ შეცვალა მარშრუტი და თბილისის ნაცვლად, ბათუმში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილისკენ მიემგზავრება.

ამასთან, ბათუმში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

ხანძართან დაკავშირებით მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში ხანძრისას გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.