ხანძრის შედეგად დაშავებული შვიდი მოქალაქე ბათუმის კლინიკებში რჩება, 15 გაეწერა
ხანძრის შედეგად დაშავებული შვიდი მოქალაქე ბათუმის კლინიკებში  რჩება, 15 გაეწერა

სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 22 პაციენტიდან 15 უკვე გაეწერა, დარჩენილების მდგომარეობა კი სტაბილურია, – განუცხადა პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს დამატებით გამოკვლევები უტარდებათ.

„სულ შემთხვევის ადგილიდან კლინიკებსში შემოყვანილი იყო 22 პაციენტი, მათგან უკვე 15  გაეწერა ბინაზე. ამ წუთებში შვიდი პაციენტი რჩება დაწესებულებებში. ყველა მათგანის დიაგნოზი იყო ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია. დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მატ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ დამაეტბით გამოკვლევები უტარდებათ“,- განაცხადა ზაალ მიქაძემ.