გუდაურში საბაგირო დაზიანდა - არიან დაშავებულები
14:29, 16.03.2018
გუდაურში საბაგიროზე 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.
დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.
დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.