გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა

12:41, 16.03.2018

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს.

ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.

სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ფოტო ვრცელდება.

მსგავსი