დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებული უკრაინის მოქალაქეების მდგომარეობაზე ინფორმაცია ელჩს მიაწოდა
დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებული უკრაინის მოქალაქეების მდგომარეობაზე ინფორმაცია ელჩს მიაწოდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაზიანებული უკრაინის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს ესაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომელიც გუდაურში იმყოფება, მან ელჩს მიაწოდა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ და აუხსნა, რომ ყველაფერი კეთდება, დაშავებულთა დასახმარებლად და ჯანმრთელობის დასაცავდ.

„უკრაინის მოქალაქე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გვყავდა, ვერტმფრენით თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ამასთან, კიდევ ერთი დაზარალებული რეანომობილით იქნა გადაყვანილი თბილისის მიმართულებით. ასევე, ოთხ დაშავებულს გადავიყვანთ თბილისში, კიდევ ერთი ისინჯება.

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რაც უნდა გაკეთებულიყო. ვესაუბრე უკრაინის ელჩს, დეტალურად ავუხსენი თუ რა მდგომარეობა გვაქვს, რა თქმა უნდა, დავარწმუნე იმაში, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეების, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დღეს გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, 11 ადამიანთა დაშავდა. დაშავებულთა შორის საქართველოს, შვედეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.