ჯანდაცვის სამინისტრომ გუდაურში რეანომობილი გაგზავნა
ჯანდაცვის სამინისტრომ გუდაურში რეანომობილი გაგზავნა

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს და  სათანადო მკურნალობა უტარდებათ. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა.

გუდაურში  დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საბაგირო ავარიულად გაჩერდა.  წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ძაბვის ვარდნაა.

სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.