გუდაურში დაშავებულები საავადმყოფოში გადაყავთ
გუდაურში დაშავებულები საავადმყოფოში გადაყავთ

გუდაურში დაშავებულები საავადმყოფოში გადაყავთ.

თვითმხილველების ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა და შემდეგ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.