გუდაურში საბაგირო დაზიანდა – არიან დაშავებულები

14:29, 16.03.2018

გუდაურში საბაგიროზე 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.

დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი,  შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.

დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მსგავსი