გუდაურში დაშავებულებს თბილისში ვერტმფერენებით გადმოიყვანენ

15:24, 16.03.2018

გუდაურში დაშავებულებს თბილისში ვერტმფერენებით გადმოიყვანენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულების გადმოსაყვანად ორი ვერტმფრენი უკვე ჩაფრინდა, ხოლო მესამე ვერტმფრენი 10 წუთში ჩაფრინდება.

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა.

გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.

დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი,  შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.

დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი