ზურაბ აზარაშვილმა გუდაურში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა
ზურაბ აზარაშვილმა გუდაურში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი 29 ივლისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გმირი თანამემამულეების ოჯახებს. ძალიან საშინელი ტრაგედია მოხდა და თითოეული ეს ადამიანი გმირია. შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოიცა და თითოეული ამ ადამიანის ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება 100 000 ლარით“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დატოვე კომენტარი