დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ბიურო ვერიტასის“ მიერ გუდაურში ჩატარებული ექსპერტიზის პირველად დასკვნაზე ბრიფინგს გამართავს
დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ბიურო ვერიტასის“ მიერ გუდაურში ჩატარებული ექსპერტიზის პირველად დასკვნაზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს კომპანია „ბიურო ვერიტასის“ მიერ გუდაურში ჩატარებული ექსპერტიზის პირველად დასკვნასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

„23 მარტს, 11:30 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიფინგს გამართავს კომპანია „ბიურო ვერიტასის“ პირველად დასკვნასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ სამინისტროში.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ჩამოვიდნენ.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.