მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები

მესამე სექტორი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ მთავრობის არასათანადო პოლიტიკაზე საუბრობს.

მთავარ გამოწვევად დასაქმება და განათლების მიღება სახელდება. უფლებადამცველები სტატისტიკაზე დაყრდნობით ჰყვებიან, რომ სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ, სწავლას და სამუშაო ადგილების მოძიებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ეს მაშინ, როდესაც მინდობით აღზრდაში მყოფი ადამიანებისთვის, ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციალური პროექტი მომზადდა, რომელიც მათი პროფესიული განვითარების, გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ანალოგიურ პრობლემაზე მიუთითებენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებიც.

 

დატოვე კომენტარი