არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა

21:09, 03.09.2025

საბოტაჟის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის არგუმენტით, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, პროკურატურამ სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარა. გამოძიება ინტერესდება, რატომ და ვისი ფინანსებით ახდენდა მესამე სექტორის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას. მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მოქმედი და „ისფედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები. ორივე მათგანი მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აცხადებს და ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევიათ. იდენტურია ოპოზიციის შეფასებაც. მმართველი გუნდი კი აქციების მიმდინარეობისას განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე, ოპოზიციასთან ერთად პასუხისმგებლობას მესამე სექტორსაც აკისრებს.

მსგავსი