„ქართული ოცნება“ ეხმაურება ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნის ინიციატივას და მათ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც ევროკავშირის ეგიდით დაფინანსებულ მესამე სექტორს ეხება. მმართველ გუნდში მიესალმებიან, რომ ევროპარლამენტში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გამჭვირვალობის საკითხს სერიოზულად უდგებიან. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არის პროექტები, რომლებიც კეთილ საქმეს ემსახურება, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაფინანსდნენ ასევე ორგანიზაციები, რომლებიც შემჩნეული არიან ბულინგსა და ძალადობაში. ევროკავშირის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში მესამე სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით ვებ გვერდზე ასახულია ინფორმაცია ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.