არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გეგმა ბრიუსელიდან 

21:34, 14.01.2026

კიდევ ერთი თემა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთიერთობას ამწვავებს.

ტრანსატლანტიკურ კავშირზე ნეგატიურად აისახება სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების მიმართ ვაშინგტონის და ბრიუსელის გასხვავებული მიდგომები. „იუესაიდის“ დახურვის, ფინანსების დაზოგვის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჟღერებული მწვავე გზავნილების ფონზე ევროკავშირი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების და ამ მიზნით დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების პოლიტიკას ირჩევს. ევროკავშირის მიერ დაგეგმილი ორი ახალი პროგრამის მიმართ ევროპის ქვეყნების ნაწილიც სკეპტიკურადაა განწყობილი. დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა თუ პოლიტიკური ინტერესებით მოქმედება და პოლიტიკური აქტივიზმი მთავრობების შესაცვლელად – მესამე სექტორის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია და კრიტიკული შეფასებები იდენტურია იმ გზავნილების, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო ადრე გაჟღერდა. ამიტომ ბრიუსელის გეგმა აქტუალურია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვისაც.

 

მსგავსი