ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიის ხელშეწყობისთვის ახალი გეგმა მუშავდება. მასში გაიწერება როგორც ახლო, ისე გრძელვადიანი პრიორიტეტები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიზანია, ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებული შესაძლებლობები ეტაპობრივად გაძლიერდეს. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სფეროს განვითარების გეგმები, მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება და ნებისმიერი ცვლილება დეტალურ ანალიზს და სექტორთან უწყვეტ დიალოგს დაეფუძნება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კადრების დეფიციტის გაღრმავება.