ურანის შესყიდვის მცდელობისას დაკავებული პირები დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფლებადამცველებმა მოინახულეს. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ჩინეთის მოქალაქეებს ერთმანეთს იცნობდნენ და საქართველოში ჩამოსვლის სულ სხვა მიზეზი ჰქონდათ, თუმცა ჯერჯერობით მისი გაცხადებისგან თავს იკავებენ.