თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტები – საფრთხე მოზარდებისთვის
თამბაქოს სფეროში ახალი რეგულაციები მზადდება. ინიციატორები მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ნიკოტინის და თამბაქოს შემცველ პროდუქტებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. იგულისხმება ტრადიციულ თამბაქოზე დაწესებული შეზღუდვები. მათ შორისაა სადა შეფუთვები და გამაფრთხილებელი წარწერების დატანა, რისი ვალდებულებაც მითითებული პროდუქტების მწარმოებლებს არ აქვთ. საუბარია ელექტრო სიგარეტებსა, ე.წ. ვეიპებზე და ე.წ. ბალიშებზე, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით არასრულწლოვნებში სარგებლობს. მოთხოვნაა შეზღუდვების დაწესება სოციალურ ქსელშიც, სადაც მითითებული პროდუქტების, როგორც უვნებელი პროდუქციის, წარმოჩენა ხდება. პარლამენტი რეგულაციების განსახილველად მზად არის.