ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

15:02, 25.10.2025

 თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები რადიაქტიური ნივთიერების უკანონო ტრანსპორტირებას რუსეთის ტერიტორიის გავლით, ჩინეთში გეგმავდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებთან ახლა უფლებადამცველები იმყოფებიან.

თემის დეტალებით ნათია ქენქაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მსგავსი