ევროკავშირის გეგმა არასამთავრობოების დასაფინანსებლად 

21:37, 12.01.2026

მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს და მიღებული გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ამ ორგანიზაციების ანტიამერიკულ საქმიანობას ასახელებს, ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებისთვის ცხრა მილიარდამდე ევროს გამოყოფას გეგმავს. მიზეზად „იუესაიდის“ დაფინანსების შეჩერების შედეგად, შექმნილი ხარვეზი სახელდება. სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ბრიუსელისა და ვაშინგტონის რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს ეხმაურებიან თბილისში. ოპოზიციას განვითარებად ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს რომ კონკრეტული ქვეყნის პრეტენზიები მესამე სექტორის გაუქმების მიზეზი არ უნდა გახდეს, რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ სამოქალაქო ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში გარე ძალების ინტერესების ინსტრუმენტად  განიხილავს და იმ საკანონმდებლო ბაზაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მმართველმა პარტიამ გაუმჭვირვალე ფინანსების ბრუნვის აღსაკვეთად მიიღო.

მსგავსი