NGO-ების დაფინანსება – აშშ-ს და ევროპის განსხვავებული პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდება კიდევ ერთი საკითხი, სადაც შტატებისა და ევროკავშირის ხედვა რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ, როდესაც ევროკავშირი გზებს ეძებს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, მესამე სექტორი დააფინანსოს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სხვაგვარი განკარგვის მომხრეა. კერძოდ, მარკო რუბიო პარტნიორი ქვეყნების პირდაპირი დახმარების ინიციატივით გამოდის. მთავარ არგუმენტად წლების განმავლობაში ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით ბიზნესის კეთება და არამიზნობრივად დახარჯული მილიარდობით დოლარი სახელდება. დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე შტატების მოქმედი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შესვლის დღიდან აქტიურად მუშაობს.
რა შეფასებები მოჰყვა მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოში, სადაც მესამე სექტორის დაფინანსების წესი და გამჭვირვალობა უკვე წლებია ურთიერთბრალდებების მიზეზია – ამას თათია ტაბეშაძე გვეტყვის.