ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ, სამი დღის განმავლობაში საქართველოში შეხვედრები გამართა. ბოლო შეხვედრა, დელეგაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა და შემდეგ ჟურნალისტებთან ვიზიტი შეაჯამა. დელეგაციის წარმომადგენლები დღეს ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდნენ. სამი დღის განმავლობაში მათ შეხვედრები გამართეს „ქართული ოცნების,“ ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებთანაც.