შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუყადაღდა
დაყადაღებულია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
გამოძიება შვიდივე მათგანს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას ედავება. გამოძიება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც პროკურატურამ თვეების წინ აღძრა. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ 2024 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს მესამე სექტორიდანაც აფინანსებდნენ და ძალადობაში ჩართულ პირებს შესაბამისი აღჭურვილობებით ამარაგებდნენ. მათ შორის საუბარია პიროტექნიკაზე, ხელკეტებზე, ჩაფხუტებზე, სახის დასაფარ ნიღბებსა და წიწაკის ხსნარზეც. ევროინტეგრაციის პროცესის და ვიზალიბერალიზაციის საბოტაჟი და სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული განადგურება – ასეთია შეფასებები მესამე სექტორიდან. სასამართლოს განჩინებას და ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას მძიმე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც.