ჩვენი კლინიკა
პარასკევი 22:00, შაბათი, 21:30ქართული სატელევიზიო სერიალი „ჩვენი კლინიკა“(U) პირველი არხის ეთერშია ყოველ პარასკევს, 22:00 და შაბათს, 21:30.
სერიალი მოიცავს სამედიცინო კლინიკის თანამშრომლების, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ ყოფას. სიუჟეტური ხაზი გაჯერებულია ადამიანური გრძნობებითა და დრამატიზმით. სერიალი მეტ-ნაკლებად ასახავს კლინიკაში მისული ყველა საზოგადოებრივი, პროფესიული თუ სოციალური ჯგუფის წევრების ცხოვრებას. სერიალს აქვს შემეცნებითი ხასიათიც და საინტერესოდ გვიამბობს ამა თუ იმ დაავადების წარმოშობასა და მკურნალობის მეთოდებზე.
სცენარი - ირაკლი ჯიბღაშვილი; დამდგმელი რეჟისორი - ლევან ახობაძე, რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი; დამდგმელი ოპერატორები: გიორგი ვაწაძე, გიორგი ვაშაყმაძე, გიორგი სიგუა; დამდგმელი მხატვარი - ოთარ მურაჩაშვილი; კომპოზიტორი - მამუკა (პეკე) ბეგაშვილი; მთავარი პროდიუსერი - ბექა ბარამიძე; აღმასრულებელი პროდიუსერი - ნინო მდევაძე; როლებში: აკაკი ხიდაშელი, მარი კიტია, ნიკა ჭკადუა, სოფო ლომჯაია, ქეთი ხიტირი, თემიკო ჭიჭინაძე, ლიკა ქობულაძე, მატილდა კატალია, ლევან თოდუა, ნიკა ჩხაიძე, ნინო შუშიაშვილი, ანდრია ზაქარაია, ანანო ღიბრაძე, კესო დვალიშვილი, ჯონი ჯანაშია.