„ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ - ახალი პლატფორმა

„ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ – ამ სახელწოდების ახალი პლატფორმა ამოქმედდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ვებგევრდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა.

ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს სერტიფიცირებული მასწავლებლები ატარებენ.