„უფლება სუფთა ჰაერზე“ - სახალხო დამცველის აპარატის ანგარიში

უფლება სუფთა ჰაერზე – საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში წარადგინა. კვლევის თანახმად, ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრს ვალდებულებებს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მთავარ დამაბინძურებლად კვლავ მოძველებული ავტოპარკი, სამშენებლო ნაგავი და მრეწველობაა. ასევე ქვეყანაში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური საკმარისი არ არის ჰაერის დაბინძურების სრული სურათის შესასწავლად.

ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტს, მთავრობას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინიტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.