ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლის შედეგები
საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
გამკაცებული კონტროლის მიუხედავად, საქართველოს დიდ ქალაქებში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ავტომანქანას უფიქსირდება. შესაბამისად, კვლავ გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების პრობლემა. მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, ანუ 2023 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე, ჯამში 20 ათასამდე დარღვევაა გამოვლენილი. რა მექანიზმებით არის შესაძლებელი, უარყოფითი ტენდენციის გამოსწორება – გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო კონკრეტულ ნაბიჯებზე უკვე მუშაობს.
რომელ ქალაქებში ფიქსირდება ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი და რას გეგმავენ პასუხისმგებელი უწყებები – მარიამ აფციაური გიამბობთ.