არასრულწლოვნებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

21:46, 21.11.2025

არასრულწლოვნებთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის განხილვები დაიწყო.

ინიციატივას, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე ბავშვების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა და განათლების კომიტეტებზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. ახალი კანონპროექტი გერმანული მოდელის ზუსტი ანალოგია. მისი კანონად ქცევის შემთხვევაში, საქართველოში გაჩნდება მხარდაჭერის სახლი, სადაც კანონდამრღვევ 10-და 14-წლამადე მოზარდებს, სხვადასხვა პროგრამას შესთავაზებენ. არასრულწლოვნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის მზარდი სტატისტიკის და რეაგირების მექანიზმის არ არსებობის გათვალისწინებით, მმართველ გუნდთან ერთად, ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიციაც.

ვინ იყო ჩართული კანონპროექტის მომზადებაში, ვინ იმუშავებს ბავშვებთან და როგორი იქნება აღსრულების მექანიზმები – კანონპროექტის ავტორებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და დეპუტატებმა არაერთი კითხვით მიმართეს.

მსგავსი