შეხვედრა სახალხო დამცველთან
საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ყვარელში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი დაცვის უფლების რეალიზების ხარისხზე ისაუბრეს. ლევან იოსელიანმა სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი მიგნებები, ასევე, უფლებადარღვევის ფაქტები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.