სახალხო დამცველის ახალი ოფისი დუშეთში

12:16, 22.10.2025

დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ომბუდსმენის საქმიანობაზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 11 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს.

მსგავსი