კომუნიკაციების ომბუდსმენის ანგარიში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამსახურმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, სატელეკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, საინფორმაციო ხასიათის 170-მდე შეხვედრა გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა, რეაგირების შედეგები; ასევე საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები განიხილეს.