ესტონური მისამართი ქართული NGO-ებისთვის - დაფინანსების ახალი სქემა  

რა მექანიზმებით და საიდან შემოედინება ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული – გაუმჭვირვალე ფინანსების ბრუნვის მინიმუმამდე შემცირების არგუმენტით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე. კონკრეტულ  სქემაზე პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის მიერ გასაჯაროებული მასალების მიხედვით, ქართული კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის ერთ-ერთი გზა ესტონეთამდე მიდის. კერძოდ, ტალინში მდებარე დანგრეულ შენობაში, რომელიც ამ ეტაპზე ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობის,“ ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ და რამდენიმე ონლაინ მედიის ესტონური ოფისების მისამართია. წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს საერთაშორისო თაღლითური სქემის შექმნაში სდებს ბრალს და განმარტებებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ისე ევროპელი ლიდერებისგან ითხოვს. ვიდრე მმართველი პარტია პასუხების მოლოდინშია, კანონის გვერდის ავლით, დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთ სქემას, საპატიმროდან ასაჯაროებს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.