დახურული შეხვედრა გერმანიის ელჩთან – პოლიტიკური შეფასებები 

21:36, 09.03.2026

პეტერ ფიშერსა და ნინო ლომჯარიას შორის გამართული დახურული შეხვედრა და გერმანიის საელჩოდან ყოფილი სახალხო დამცველის, ელჩის მანქანით ესკორტირება მმართველი გუნდის მწვავე შეფასებების მიზეზი ხდება. „ქართულ ოცნებაში“ გერმანელ დიპლომატს ვენის კონვენციის დარღვევაში და 30 წლიანი ქართულ-გერმანული ურთიერთოების დანგრევაში ადანაშაულებენ. არაევროპული მიდგომა და ქცევა  ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. „ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ,  რომ გერმანიასთან ურთიერთობები ელჩის ცვლილების შემდეგ გამოსწორდება.

მსგავსი