შეხვედრა გერმანიის საელჩოში – შეფასებები
მეორე დღეა შეფასებების თემაა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერსა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შორის გამართული დახურული შეხვედრა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა. დახურული შეხვედრის შემდეგ, მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, მედიაში გავრცელებული კადრები, რომელიც ასახავს, როგორ დატოვა ნინო ლომჯარიამ ელჩის კუთვნილი ავტომობილით საელჩოს ტერიტორია, მმართველი გუნდისთვის დასკვნების გაკეთების საბაბი გახდა.